ევროკავშირში საქართველოს განაცხადის განხილვა დაწყებულია. გრძელვადიან პერსპექტივაში საჭიროა რეფორმები, რომლებიც წევრობისთვის აუცილებელი კრიტერიუმია.
აგრესორი პუტინისთვის ცხადი უნდა იყოს გზავნილი, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ჩვენი მომავალი წევრები არიან - ასეთი განცხადებები კეთდება ევროპარლამენტარების მხრიდან.
საქართველო რეფორმების განხორციელების, უკრაინის სოლიდარობისა თუ ინტეგრირების ნაცვლად, საპირისპიროს აკეთებს და ვერ იყენებს შესაძლებლობას - ამბობს ვიოლა ფონ კრამონი.