პური და ხორბალი შესაძლოა გაძვირდეს

08 მარტი 2022, 11:56 2111 ნახვა

რუსეთ-უკრაინის ომი, მსოფლიო ბაზრის გამოწვევები და გავლენა ქართულ ბაზარზე - “საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ამბობს, რომ საქართველოს ხორბლით 90 პროცენტით  რუსეთი ამარაგებს. 5 პროცენტია უკრაინის წილი. დარჩენილ რაოდენობას კი დაახლოებით ორთვიან პერიოდს ადგილობრივი წარმოების  ხორბალი ავსებს.

როგორც სილაგავა ამბობს, ჯერ კიდევ ომამდე გაფორმებული კონტრაქტებით შემოდის საქართველოში რუსეთიდან ხორბალი.

ამ ეტაპზე მარაგი  არის, მაგრამ საქართველო უკვე სხვა ბაზრებზე ერთვება, განიხილება ყაზახეთის ბაზარიც.

უკვე არის მოლოდინი, რომ რუსეთიდან ბოლო პერიოდში შემოსული ხორბალი იქნება უფრო ძვირადღირებული, რაც თვეებში  პურზე ფასის ზრდას გამოიწვევს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი