როგორ აისახება რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს ეკონომიკაზე

07 მარტი 2022, 18:33 1276 ნახვა

ერთი დოლარის შეძენა 3 ლარი და 45 თეთრია გაყიდვის ფასი კი დაახლოებით 3.36 მეასედია. დოლარი 3-ლარიან ნიშნულს, ბოლო 20 თვის განმავლობაში პირველად, 4 თებერვალს ჩამოსცდა და რამდენიმე გამონაკლისის გარდა ეს ტრენდი არ დაურღვევია. თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ,  ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში თითქმის 50  თეთრით გაუფასურდა. მოქალაქეები ამბობენ, რომ ლარის კურსის ცვლილებები ზრდის ფასს პროდუქტზე. ეკონომისტები შექმნილ ვითარებას უკრაინის ომს უკავშირებენ და ამბობენ, რომ მაგალითად ხორბლის იმპორტისთვის საქართველოს სხვა პარტნიორების მოძიება მოუწევს. ყოველდღიურად ძვირდება საწვავიც, რასაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირებით ხსნიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი