ანგარიში საზოგადოებას - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტმა დღეს გამართულ შეხვედრაზე 3 წლის ანგარიში წარმოადგინა. მაუწყებლის ყოფილმა დირექტორმა სოსო სტურუამ ორგანიზაციის მიღწევებზე ისაუბრა. ახლად არჩეულმა დირექტორმა ნათია კაპანაძემ კი ტელერადიომაუწყებლის სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრას მედიის, არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.