იანვარი ძალიან აქტიურად დავიწყეთ, 18%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს - პრემიერი

07 მარტი 2022, 11:54 1352 ნახვა

იანვარი ძალიან აქტიურად დავიწყეთ, ეკონომიკური ზრდა გვაქვს 18%-იანი, რაც უპრეცედენტოა მთელ რეგიონსა და ევროპაშიც - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, ექსპორტი არის 47%-ით გაზრდილი, ტურიზმში ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა, ამიტომ ეს ტემპი, ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ შენელდეს.

"პირიქით, უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ.

აქტიურად უნდა დავიწყოთ ის პროექტები და პროგრამები, რომელიც დავაანონსეთ, ესაა დასაქმების პროგრამა, ესაა ეკონომიკის ასე ვთქვათ, ამაჩქარებლების წამახალისებელი პროექტების დაწყება და ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებულები, რომ ეს ტემპი შევინარჩუნოთ. რეგიონში გამოწვევები დიდია, მაგრამ ჩვენ ისე უნდა გადავეწყოთ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ. ამიტომ საჭიროა ბიზნესთან მეტი კომუნიკაცია, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აქტიურად ხვდებიან, ესაუბრებიან ბიზნესს, მეც აქტიურად ჩავერთვები ამ კვირაში და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი ამ წელს,“- აღნიშნა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი