არსებული ინფორმაციით, ბელარუსის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი თანამდებობიდან გადადგა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა გენერალ-მაიორ ვიქტორ გულევიჩის მიმართვა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსადმი, რომელშიც ნათქვამია, რომ ბელარუსი ჯარისკაცების აბსოლუტური უმრავლესობა უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, რის გამოც ბელარუსის არმია საჭირო ბატალიონების ფორმირებას ვერ ახერხებს.
"ახსნა-განმარტებითმა სამუშაოებმა ვერაფერი შეცვალა და ვერც ცალკეული მეთაურების შეცვლა გამოიღებს სასურველ შედეგებს, რის გამოც, გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება ჩემი თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ", - ნათქვამია გულევიჩის განცხადებაში.