Visa და Mastercard-ი, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის ბაზრიდან გადიან

06 მარტი 2022, 13:56 1165 ნახვა

უკრაინაში ომის დაწყების გამო, დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს.

Visa და Mastercard-ი უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის ბაზრიდან გადიან და პროტესტის ნიშნად რუსეთში ოპერაციებს აჩერებენ.

Mastercard-ის განცხადებით, რუსული ბანკები მათი ქსელებით აღარ იქნება მხარდაჭერილი და ქვეყნის გარეთ გაცემული ბარათები რუსულ ბანკომატებზე არ იმუშავებს.

სხვა კომპანიების მსგავსად სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი Puma აჩერებს ყველა მაღაზიის მუშაობას რუსეთში. როგორც Reuters-ი  წერს, კომპანიას ქვეყანაში 100 მაღაზია აქვს და რუსეთისთვის პროდუქციის  მიწოდება უკვე შეწყვიტა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი