მანუჩარ შერვაშიძეს დღეს დაკრძალავენ

05 მარტი 2022, 14:45 1624 ნახვა

მსახიობ, მანუჩარ შერვაშიძეს დღეს დაკრძალავენ. საქართველოს სახალხო არტისტს დრამატული თეატრიდან 15 საატზე გაასვენებენ. მსახიობს ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში მეუღლის ნინო საკანდელიძის გვერდით დაკრძალავენ.

მანუჩარ შერვაშიძის შემოქმედება დაკავშირებულია ქართული თეატრისა და კინოს უდიდეს წარმატებებთან. მის მიერ შესრულებული მხატვრული სახეები ქართული საშემსრულებლო ხელოვნების ისტორიის ოქროს ფონდის ნაწილია. ბათუმის დრამატული თეატრის წინ გახსნილია მანუჩარ შერვაშიძის სახელობის ვარსკვლავი, მინიჭებული აქვს ,,დიდასკალოსის“ საპატიო წოდება. ქართული თეატრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მანუჩარ შერვაშიძეს მინიჭებული აქვს აჭარის დამსახურებული, საქართველოს დამსახურებული და საქართველოს სახალხო არტისტის საპატიო წოდებები, იგი იუსუფ კობალაძისა და უშანგი ჩხეიძის სახელობის პრემიების ლაურეატია, 2010 წელს მიენიჭა ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი