ხერსონში ოკუპანტები ხერსონის სახალხო რესპუბლიკად გამოცხადებას გეგმავენ. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამსახური იუწყება.
4 მარტს ხერსონის თავისუფლების მოედანზე რუსი ოკუპანტები რუსულ დროშებითა და ლოზუნგებით გამოვლენ - ხერსონი-ეს ხერსონის სახალხო რესპუბლიკაა. ამისთვის ქალაქში მობილიზებულია 2 დიდი ავტობუსი, 20 ავტომობილი, 2 მიკროავტობუსი და 7 ფურგონი.
კიევის ხელისუფლება ხერსონის მოსახლეობას მოუწოდებს მონაწილეობა არ მიიღონ ოკუპანტების მიტინგში და არ აჰყვნენ პროვოკაციებს.
2 მარტს ბრძოლების შედეგად ოკუპანტებმა ხერსონის სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაცია და ტელეანძა დაიკავეს. რუსულმა არმიამ ქალაქის დანაღმვა დაიწყო.
დილიდან უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა და განგაშის სიგნალი ისმის.
რუსული ჯარებითაა გარშემორტყმული მარიუპოლი.
ჩერნიგოვში, რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად 47 ადამიანი დაიღუპა.