​​​​​​​Google-მა რუსეთში თავის სერვისებზე რეკლამის გაყიდვა შეაჩერა - უცხოური მედია

04 მარტი 2022, 11:07 933 ნახვა

Google-მა რუსეთში თავის სერვისებზე რეკლამის გაყიდვა შეაჩერა. ამის შესახებ Reuters-ი კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

Google-მა ასევე გამოაცხადა, რომ კრძალავს რუსული სახელმწიფო მედიის რეკლამების გაშვებას და მონეტიზაციას მის ყველა სერვისზე, მათ შორის YouTube-ზე, რადგან მათ ესკალაცია გაუწიეს რუსეთ-უკრაინის ომს.

Google-ის გადაწყვეტილებით იგი მხარს უჭერს უკრაინას და ამის გამოსახატავად შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო.

„გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენ ვაჩერებთ Google Ads-ს რუსეთში. სიტუაცია სწრაფად ვითარდება და ჩვენ ვიმოქმედებთ საჭიროებისამებრ“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ შეჩერება ასევე იმოქმედებს YouTube ვიდეო ჰოსტინგზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი