ჰააგის ტრიბუნალის გამომძიებელთა ჯგუფი უკრაინაში გაემგზავრა

04 მარტი 2022, 09:37 930 ნახვა

ჰააგის ტრიბუნალის გამომძიებელთა ჯგუფი უკრაინაში გაემგზავრა, სადაც  კოლექტიური საერთაშორისო სარჩელის საფუძველზე რუსეთის წინააღმდეგ გამოძიებას ჩაატარებს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის კარიმ ხანის განცხადადებით, გამოძიების ფარგლებში, დაიწყო უკრაინაში ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვება.

"ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ თუ მშვიდობიანი მოქალაქეები პირდაპირი სამიზნეები არიან, თუ მიზანში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა ამოღებული, ეს დანაშაულია. გამართლება ვერ იქნება იმის თქმა, რომ ეს სამხედრო აუცილებლობაა, მით უმეტეს მაშინ, როცა ფართო სპექტრის იარაღია გამოყენებული, ანუ იარაღი, რომელსაც დასახლებულ რაიონებში მოქმედების დიდი რადიუსი აქვს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები", - განაცხადა პროკურორმა კარიმ ხანმა.

ცოტა ხნის წინ, 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, ჰააგის სასამართლოს რუსეთის შესაძლო ომის დანაშაულების გამოძიებისთვის მიმართა.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარმა პროკურორმა კარიმ ხანმა ოფიციალურად დაიწყო გამოძიება უკრაინაში რუსეთის სავარაუდო დანაშაულებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი