ჩერნიგოვში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვას 33 ადამიანი ემსხვერპლა

04 მარტი 2022, 00:09 1267 ნახვა

ჩერნიგოვში საცხოვრებელ კორპუსზე რუსული ავიაციის იერიშის შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 33 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, დაშავებულია სულ მცირე 18 ადამიანი.

ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციის სამსახური ავრცელებს.

მათივე განცხადებით, ძლიერი დაბომბვის გამო სამაშველო სამუშაოები დროებით შეჩერებულია.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩერნიგოვში რუსული ავიაციის დარტყმის შედეგად 22 დაღუპულის ცხედარი იპოვეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი