რუსეთში ტელეკომპანია „დოჟდი“ დაიხურა

03 მარტი 2022, 19:26 953 ნახვა

რუსული ტელეარხი „დოჟდი“ მაუწყებლობას აჩერებს, - ამის შესახებ ტელეკომპანიის ეთერში გენერალურმა დირექტორმა ნატალია სინდეევამ განაცხადა.

"გვჭირდება ძალები ამოსუნთქვისთვის და იმის გასაგებად, მომავალში როგორ ვიმუშავოთ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეთერში დავბრუნდებით და მუშაობას განვაგრძობთ“ , - განაცხადა სინდეევამ.

1 მარტს რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, "დოჟდის" ვებგვერდი დაიბლოკა იმ საბაბით, რომ ჟურნალისტები თითქოს არასანდო მონაცემებს ავრცელებდნენ უკრაინაში რუსეთის „სპეცოპერაციის“ შესახებ და ექსტრემიზმისკენ მოწოდებების შემცველ მასალებს აქვეყნებდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი