ქართველი დედებისა და სამოქალაქო სექტორის სახელით უკრაინის საელჩოსთან „ქალები ცვლილებებისთვის“ და „ახალგაზრდული მედიაკავშირის“ წევრები შეიკრიბნენ. უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს და მსოფლიოს აქტიური თანადგომისკენ მოუწოდეს. შეკრებილებმა ხელი მოაწერეს სპეციალურ მიმართვას მსოფლიო ლიდერებისადმი - დაიცვან უკრაინის სუვერენიტეტი და მშვიდობა