ვითარება უკრაინაში

03 მარტი 2022, 20:10 840 ნახვა

პარალელურად მსოფლიო ელის კითხვაზე პასუხს, რა შედეგით დასრულდება რუსეთ-უკრაინის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა, რომელიც ახლა ბრესტში მიმდინარეობს და როგორ განვითარდება მოვლენები აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან საუბრისას განაცხადა, რომ საომარი ოპერაციის ამოცანები ნებისმიერ შემთხვევაში შესრულდება. მოლაპარაკებების გაჭიანურების გზით დროის მოგების მცდელობები კი მხოლოდ ერთ რამეს მოიტანს - რუსეთს კიევთან მოლაპარაკებებში დამატებითი მოთხოვნები გაუჩნდება. რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან დაბომბვის შედეგად ოდესასთან სავაჭრო გემი Helt-ი ჩაიძირა, რომელიც პანამის დროშის ქვეშ ცურავდა. ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით უკრაინულმა მედიამ გაავრცერლა.  სავაჭრო გემი ოდესის ყურის შესასვლელთან იმყოფებოდა, დაბომბვის შედეგად დაიშალა და ფსკერზე ჩაიძირა. რუსეთის ძალებმა ხერსონის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს, თუმცა ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გენადი ლაგუტას განცხადებით,მათ არ შეუჩერებიათ მოვალეობების შესრულება და მოსახლეობას მოუწოდა პანიკას არ აყვნენ

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი