უკრაინის ეროვნული ბანკის განცხადებით, ჯამში საერთაშორისო ფინანსურმა, ტექნიკურმა და ჰუმანიტარულმა მხარდაჭერამ 15 მილიარდზე მეტი ამერიკული დოლარი შეადგინა. ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის სპეცანგარიშზე 6 მილიარდზე მეტი გრივნა ანუ 299 მილიონი დოლარია ჩარიცხული. მათგან მილიარდ 600 მილიონი გრივნა ბანკმა ჯარის საჭიროებებისთვის გადაამისამართა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს უკრაინისთვის 10 მილიარდი დოლარის გამოყოფის წინადადებით მიმართავს. ვარაუდობენ, რომ გადაწყვეტილებას 11 მარტს მიიღებენ-წერს ვაშინგტონ პოსტი.