ბათუმიდან უკრაინაში პირველი ჰუმანიტარული დახმარება უკვე გაიგზავნა. საკვებ პროდუქტს, სამედიცინო და ჰიგიენურ საშუალებებს, ტანსაცმელს და სხვა საჭირო ნივთებს, რომელიც ბათუმში შეგროვდა ჯერ თბილისში უკრაინის საელჩოში მიიტანენ, საიდანაც გადანაწილდება უკრაინის სხვადასხვა ქალაქში.
ჰუმანიტარული დახმარების აქციაში ბათუმელები, ბათუმში მცხოვრები უკრაინელები, ბელარუსები და სხვა ქვეყნის მოქალაქეები მონაწილეობდნენ.
მსურველებს უკრაინის მოსახლეობისთვის დახმარება ისევ შეუძლიათ.
ჰუმანიტარული დახმარების შტაბები ბათუმში ფარნავაზ მეფის 46-სსა და ვახტანგ გორგასლის 54 ნომერში მოქმედებს.