გაერო-ში მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობს

02 მარტი 2022, 21:04 941 ნახვა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო. რეზოლუციას 193 წევრი ქვეყნიდან 141-მა მხარი დაუჭირა, მათ შორის საქართველომ.

წინააღმდეგი მხოლოდ ხუთი ქვეყანა იყო: რუსეთი, ბელარუსი, სირია, ერიტრეა და ჩრდილოეთ კორეა, 35-მა წევრმა კი, თავი შეიკავა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი