საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

02 მარტი 2022, 11:10 947 ნახვა

საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყების ფეისბუქგვერდზე გაზიარებული საინფორმაციო ხასიათის ბანერებთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გავრცელა.  

„კონკრეტული ბანერი, სადაც განთავსებული იყო ინფორმაცია ჰუმანიტარული აქტებისა და სოლიდარობის ნიშნად გამოხატული სიმბოლური ნაბიჯების შესახებ, ამოგლეჯილ იქნა კონტექსტიდან და აღქმულ იქნა, როგორც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერის მხოლოდ ამ ფორმით გამოხატულება, რაც არის მიზანმიმართული ქმედება და ისახავს დისკრედიტაციის ელემენტების გაღვივებას.

კიდევ ერთხელ, გამოვხატავთ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. სამწუხაროა, რომ ქართულ საზოგადოებაში სოლიდარობის ამ ნაბიჯს მოჰყვა ასეთი ინტერპრეტაცია მაშინ, როდესაც მსოფლიოს თითქმის ყველა დედაქალაქში ადგილი ჰქონდა მსგავსი ტიპის სოლიდარობის აქციებს, რომლის ამსახველ ფოტოებსაც ასევე ვუზიარებთ საზოგადოებას“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი