მოლაპარაკება რუსეთ-უკრაინას შორის - რა პირობები აქვთ მხარეებს?

02 მარტი 2022, 11:34 1917 ნახვა

უკრაინა თანახმაა რუსეთთან შემდგომ მოლაპარაკებებზე ომის დასრულების მიზნით იმ პირობით, რომ რუსული ჯარები შეწყვეტენ უკრაინელების დაბომბვას. მისი აზრით, მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სააგენტო როიტერთან და ტელეარხ CNN-თან  ინტერვიუში განაცხადა.

რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის ქალაქების დაბომბვა, სანამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები დაიწყება, თქვა მან, რადგან მოლაპარაკებების პირველი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. უკრაინის პრეზიდენტის ინტერვიუს ჩაწერის  დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული რაკეტა კიევში სატელევიზიო ანძას მოხვდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ნატოს წევრებს მოუწოდა, უკრაინის თავზე არასაფრენი ზონა დააწესონ რუსული საჰაერო ძალების შესაჩერებლად და აღნიშნა, რომ ეს იქნება პრევენციული ზომა, რომელიც ალიანსის რუსეთთან ომში ჩათრევას არ ნიშნავს.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს, თუ ნატო უკრაინის ალიანსში წევრობის პერსპექტივების კარს დახურავს. მან  ასევე განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ თუ უკრაინა დაეცემა, მაშინ რუსული ჯარი ნატოს წევრი ქვეყნების საზღვრებთან იქნება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი