კომპანია „ბოინგი“ რუსულ ავიაკომპანიებთან თანამშრომლობას აჩერებს - ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ორშაბათს კომპანიამ დახურა თავისი ოფისი კიევში და შეაჩერა პილოტების სასწავლო ოპერაციები მოსკოვში.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ შეაჩერეს რუსული ავიაკომპანიებისთვის ნაწილების მიწოდება, ასევე თვითმფრინავების ტექნიკური მხარდაჭერა და მომსახურება.