მირანდა ჩარკვიანმა თანამდებობა დატოვა

22 დეკემბერი 2016, 00:00 3222 ნახვა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღაანელის პოსტი ვაკანტურია. ყოფილი უფროსი მირანდა ჩარკვიანი  თანამდებობიდან გათავისუფლებულია. იგი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, უწყებაში კი განმარტავენ, რომ ჩარკვიანი სამსახურში დღეს არ გამოცხადებულა. კომენტარი არ კეთდება აჭარის განათლების სამინისტროში. ადასტურებენ მხოლოდ ფაქტს და აცხადებენ, რომ მირანდა ჩარკვიანი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ხელმძღვანელის პოსტიდან კანონის შესაბამისად გათავისუფლდა. რამდენიმე დღით ადრე კი თავად ჩარკვიანი, სატელევიზიო კომენტარში გამოთქვამდა სურვილს თანამდებობის დატოვების შესახებ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი