უკრაინაში საქართველოს საელჩო უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს:
"უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი ქუჩაში გადაადგილებისგან და განგაშის გამოცხადების შემთხვევაში, სასწრაფოდ გაემართოთ უახლოესი თავშესაფრისკენ, მაქსიმალურად დაიცვათ უსაფრთხოების ყველა წესი“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ვიდეომიმართვას ავრცელებს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გიორგი ზაქარაშვილიც.