საფრანგეთი უკრაინას საწვავსა და თავდაცვით აღჭურვილობას გაუგზავნის. ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს.
განცხადებაში დეტალურად არ ყოფილა საუბარი რას მოიცავს თავდაცვითი აღჭურვილობა. მედიის ინფორმაციით, ეს შესაძლოა იყოს ტანკსაწინააღმდეგო იარაღი.
24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. 26 თებერვალს, გამთენიისას რუსეთი დედაქალაქ კიევს ბომბავდა. ბრძოლები უკრაინის რამდენიმე სხვადასხვა ოლქში მიმდინარეობს.