უკრაინაში უცხოელებით დაკომპლექტებული სამხედრო დანაყოფი შეიქმნება - ზელენსკი

27 თებერვალი 2022, 11:35 1345 ნახვა

უკრაინაში უცხოელებით დაკომპლექტებული სამხედრო დანაყოფი შეიქმნება - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე განმარტებით, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონი დაკომპლექტდება უცხოელებით, რომლებსაც სურთ მონაწილეობა მიიღონ რუსული აგრესიის მოგერიებაში.

"ყველა უცხოელს, ვისაც სურს შეუერთდეს რუსი დამპყრობლების წინააღმდეგობას და მსოფლიო უსაფრთხოების დაცვას, უკრაინის ხელმძღვანელობა სთავაზობს ჩვენს სახელმწიფოში ჩამოსვლას და ტერიტორიული თავდაცვის ძალების რიგებში გაწევრიანებას,"- ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი