აშშ რუსი ოლიგარქების აქტივების გამოსავლენად და გასაყინად სპეციალური ჯგუფის შექმნას გეგმავს

27 თებერვალი 2022, 08:27 1096 ნახვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სპეციალური ჯგუფის შექმნა დააანონსა, რომელიც სანქცირებული რუსი ოლიგარქების აქტივებს გამოავლენს და გაყინავს. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის „ტვიტერის“ გვერდზეა გამოქვეყნებული.

„მიმდინარე კვირაში ჩვენ შევქმნით მრავალმხრივ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ჯგუფს სანქცირებული რუსული კომპანიებისა და ოლიგარქების აქტივების გამოსავლენად, მოსაძებნად და გასაყინად – მათი იახტების, მათი სასახლეებისა და ნებისმიერი სხვა უკანონო შემოსავლის, რომელიც შეგვიძლია, ვიპოვოთ და გავყინოთ კანონის შესაბამისად“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი