საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.
პრეზიდენტებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის სუვერენობის წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესიის გამო.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ
მძიმე ვითარებაში, ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
პრეზიდენტებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს გაეროსა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში ჩვენი ერთიანი პოზიციის მნიშვნელობას.
საუბრის ბოლოს კი პრეზიდენტმა მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტი უახლოეს დღეებში სამუშაო ვიზიტით პარიზში მიიწვია.