უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ რამდენიმე წუთის წინ ქვეყნის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო, რაც უმაღლესმა რადამ უნდა დაამტკიცოს.
საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული შეზღუდვები კონკრეტული რეგიონის მიხედვით განსხვავდება.
რაც შეეხება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს, მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება კანონმდებლობის გამო შეუძლებელია, თუმცა იქ ისედაც საგანგებო პირობებია, რადგან საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.