ვითარება უკრაინაში

22 თებერვალი 2022, 19:47 1042 ნახვა

უკრაინა არ გამორიცხავს, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები საერთოდ გაწყვიტონ. დასავლეთს კი სანქციების დაწესებასთან ერთად მოუწოდებს 2008 წელს საქართველოში დაშვებული შეცდომები არ გაიმეოროს. რუსეთს მკაცრი ეკონომიკურ სანქიცები უკვე დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა, რომელიც ხუთ რუსულ ბანკსა და სამ გავლენიან ადამიანს, მათ შორის გენადი ტიმჩენკოს ეხება. დღეს ბრიუსელში შეკრებილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებმა განცხადედები უკრაინის თემით დაიწყეს. მკაფიოდ თქვეს, რომ მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. რუსეთი კი, ამ გადაწყვეტილებით გადის მინსკის შეთანხმებიდან. დღესვე გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის გადაწყვეტილებით, "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" გაზსადენის სერტიფიცირება შეჩერდა. პროექტის მიხედვით, რუსული ბუნებრივი აირი გერმანიას უკრაინის ტერიტორიის გვერდის ავლით უნდა მიეღო. უკრაიანის საგარე საქმეთა მინისტრის თქმით, გერმანიამ მორალურად, პოლიტიკურად და პრაქტიკულად სწორი ნაბიჯი გადადგა. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი კი ამბობს, რომ მალე ევროპელებს 2 000 ევროს გადახდა მოუწევთ 1000 კუბური მეტრი გაზისთვის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში