მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე 8 პირი დააკავეს. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები კანცელარიასთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად გზა - სავალი ნაწილი გადაკეტეს, რასაც სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოყვა.