დაპირისპირება სამონაზვნო პირებს შორის - შსს-მ გამოძიება დაიწყო

21 თებერვალი 2022, 18:17 942 ნახვა

შსს-მ სამონაზვნო პირებს შორის დაპირისპირების ამსახველ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილი დევნის და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებისა და სოციალური ქსელით გავრცელების მუხლით დაიწყო. მომხდარზე განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც. მასში  ნათქვამია, რომ ვიდეოს მონაწილე არცერთი პირი არ არის ბერად აღკვეცილი და ისინი მორჩილები არიან. „დეტალების დაზუსტების მიზნით ამჟამად მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია შესაბამის ეპარქიასთან, რის შემდეგაც საზოგადოებას ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით“-აცხადებენ საპატრიარქოში. ფიზიკური ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. არსებული  ინფორმაციით, ნაცემია მამა როინ მუმლაძე, რომელსაც  ბერი ილარიონ გიგოლაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა. გავრცელებული ინფორმაციით, ანგარიშსწორებამდე  მამა როინს თავს  მამა შალვა კეკელია დაესხა, რის გამოც მღვდელმა  სასულიერო პირს  უჩივლა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი