მიხეილ სააკაშვილი დღეიდან უვადო შიმშილობას იწყებს

21 თებერვალი 2022, 15:52 741 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი დღეიდან უვადო შიმშილობას იწყებს. ყოფილმა პრეზიდენტმა ამის შესახებ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას, სრულს და ეს არის შიმშილობა, არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩვენს ხალხს. ჩემი ჯანმრთელობა არის კიდევ მეასეხარისხოვანი'' - თქვა სააკაშვილმა. 

ექსპრეზიდენტმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენა. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მისი მოთხოვნები ჯანმრთელობის საკითხებს უკავშირდება. ითხოვს, რომ მასთან დაუშვან კონკრეტული ექიმები, მათ შორის ჰოლანდიიდან და უკრაინიდან.

„ვითხოვ, რომ დაუშვან ჰოლანდიელი და ამერიკელი ექიმები. ასევე დაუშვან უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები, რომელიც შეიქმნა პრეზიდენტ ზელენსკის დავალებით. უკრაინისთვის ამ რთულ დროს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ მონახა დრო, რომ დაევალებინა ამ კონსილიუმის შექმნა. კონსილიუმი შექმნილია, თუმცა არც ერთ მათგანს არ აქვს ჩემთან დაშვება. აღარ ვსაუბრობ ნიკა ყიფშიძეზე, რომელიც ნიუ იორკიდან სპეციალურად ჩამოვიდა, უკვე მეხუთე თვეა თბილისში ზის ერთგულად და მასაც არ უშვებენ. ამიტომ, მე ვითხოვ კონკრეტულად ამ ხალხის დაშვებას და ასევე, ვითხოვ, მეთორმეტე დაწესებულებაში ექიმის 24-საათიანი ყოფნის აღდგენას და შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღებას“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში