ძალადობის შემცველი ვიდეო კადრები

21 თებერვალი 2022, 12:03 3234 ნახვა

ფიზიკური ძალადობა სასულიერო პირებს შორის. ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ნაცემია მამა როინ მუმლაძე, რომელსაც შავი ბერი ილარიონ გიგოლაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა.

არსებული ინფორმაციით, ანგარიშსწორებამდე მამა როინს თავს  მამა შალვა კეკელია დაესხა, რის გამოც მღვდელმა  სასულიერო პირს  უჩივლა. მომხდარზე ამ დრომდე განცხადება არ გაუვრცელებია საპატრიარქოს.

ჩვენ დავუკავშირდით ანდრია ჯაღმაიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ საკითხს მოგვიანებით გამოეხმაურებიან. 

ასევე უცნობია დაწყებულია თუ არა გამოძიება,  შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ კომენტარი არ გაკეთებულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში