საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მიუნხენში კანადელ კოლეგას შეხვდა. ანიტა ანანდთან შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების 58-ე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. ყურადღება გამახვილდა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებსა და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე.
ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, საქართველო თანმიმდევრულად ახორციელებს თავდაცვის რეფორმებს და აყალიბებს თანამედროვე, ნატო-სთან თავსებად თავდაცვის ძალებს. მისი თქმით, ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს ურყევი სტრატეგიული არჩევანია.