გერმანიაში კოვიდშეზღუდვები უქმდება

18 თებერვალი 2022, 18:42 1260 ნახვა

გერმანიის მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კოვიდშეზღუდვების დიდი ნაწილის გაუქმებას აპირებს. 2022 წლის 20 მარტისთვის გერმანიის მთავრობა გეგემავს გააუქმოს ყველა მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რომელიც  ქვეყნის  საზოგადოებრივ, კულტურულ და ეკონომიკურ სფეროებზე ვრცელდებოდა -ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.  ეს გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუკი  გერმანიის სტაციონარები კოვიდპაციენტებით არ იქნება  გადატვირთული.  ამასთან შენარჩუნდება უსაფრთხოების ძირითადი წესები, პირბადეების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და სხვა. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანამ ომიკრონ შტამით დაავადების პიკი უკვე გადაიარა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი