ვეტერანების აქცია 

16 თებერვალი 2022, 14:41 1385 ნახვა

ვეტერანები დაპირებული დანამატის დარიცხვას ითხოვენ. მათ დღეს აჭარის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამმართველოს შენობასთან აქცია გამართეს.

ამბობენ, რომ იანვრიდან პრემიერ-მინისტრის ბრძანებით 22 ლარის ნაცვლად 100 ლარი უნდა დარიცხვოდათ, თუმცა  თანხა არ მიუღიათ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ვეტერანების ნაწილმა დანამატი იანვრიდან მიიღო, თუმცა ნაწილმა ისევ 22 ლარიანი დახმარება.    

რა პრინციპით მოხდა შერჩევა, სამმართველოში განმარტება არ გაუკეთებიათ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი