ნარკოლოგიურის ეზოში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

16 თებერვალი 2022, 14:20 806 ნახვა

ბათუმში, ნარკოლოგიური ცენტრის ეზოში მომხდარ სროლის საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

საუბარია ორი დღის წინ სამედიცინო ცენტრის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა თვითდაზიანება მიიყენა.

დაჭრილი კაცი საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა და მკურნალობას აგრძელებს. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი