რუსული ჯარი სამხედრო წვრთნების შემდეგ მუდმივი დისლოკაციის პუნქტებს უბრუნდება

15 თებერვალი 2022, 14:38 942 ნახვა

რუსული ჯარი  ქვეყნის დასავლეთსა და ბელარუსში წვრთნების შემდეგ მუდმივი დისლოკაციის ადგილებს უბრუნდება. რუსეთის  სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქების ქვედანაყოფები, რომლებმაც დასახული საბრძოლო ამოცანები შეასრულეს, უკვე დაიწყეს  სარკინიგზო  და საავტომობილო ტრანსპორტში ჩასხდომა და დღეს თავიანთი გარნიზონებისკენ გადაადგილებას დაიწყებენ.  ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი იგორ კონაშენკოვი აცხადებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის დასავლეთში სამხედრო მანევრების შემდეგ ტანკების დაბრუნების კადრებს ავრცელებს.  

რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი  წვრთნები „საკავშირო სიმტკიცე-2022“  ბელარუსის 5 სამხედრო პოლიგონზე მიმდინარეობს.

წვრთნებში მონაწილე  სამხედრო მოსამსახურეთა და  შეიარაღების რაოდენობა არ საჯაროვდება. ერთობლივი სამხედრო წვრთნები 20 თებერვალს დასრულდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი