დაზარალებული ოჯახი დახმარების მოლოდინში

11 მაისი 2016, 00:00 4651 ნახვა

ამ დრომდე ღია ცის ქვეშ რჩება ტაკიძეებში მცხოვრები ალიშანიძეების ექვსწევრიანი ოჯახი. დამხმარე ნაგებობის შემდეგ საფრთხე მათ საცხოვრებელს ემუქრება. დაზარალებულების მტკიცებით, მათ  გამგეობიდან ალტერნატიული შეთავაზება მიიღეს, ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს სამ ვარიანტს სთავაზობს, მათი თქმით დავით დუმბაძე საცხოვრებლად დაბა ქედაში არსებული ეკომიგრანტთა საცხოვრებელ სახლში 40 კვადრატული მეტრი ბინა, მეზობელ სოფელში არსებულ საუკუნოვან ხის სახლსა და 25 ათას ლარს სთავაზობს, რაზეც დაზარალებულები უარს იმ მოტივით ამბობენ, რომ მრავალწევრიანი ოჯახი 40 კვადრატში ვერ მოთავსდება, ხოლო ასწლოვანი ხის სახლი დაზიანებულია. სახლის შესაძენად, არასაკმარისად მიიჩნევენ, შეთავაზებულ  ფულად დახმარებასაც.  სოფელში გააქტიურებული მეწყრული პროცესების შედეგად ალიშანიძეებთან ერთად, საფრთხე სოფელში მცხოვრებ ექვს ოჯახსაც ემუქრება.  ამ დროისთვის სიტუაციას გეოლოგები სწავლობენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში