თურქეთში, ბეშიქთაშის სტადიონის ტერიტორიაზე მივიდა გიორგი კვირიკაშვილი, ეს ის ადგილია სადაც 10 დეკემბერს ტერორისტული აქტი განხორციელდა. მთავრობის მეთაურმა პატივი მიაგო თავდასხმისას დაღუპულთა ხსოვნას და ყვავილებით შეამკო ადგილი, სადაც ტერორისტული აქტი მოხდა . "ჩვენ ვგმობთ ამ სისასტიკეს და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მოძმე თურქი ხალხის გვერდით ვდგავართ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა თურქულ მედიასთან საუბრისას. პრემიერ-მინისტრი თურქეთს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს გამართავს თურქეთის პრეზიდენტთან და თურქ კოლეგა ბინალი ილდირიმთან.