საპენსიო სააგენტო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, საინვესტიციო შედეგების ყოველთვიური ანგარიშის გამოქვეყნებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
ანგარიში, რომელიც სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე რეგულარულად განთავსდება, მოიცავს ინფორმაციას საინვესტიციო ამონაგების, აქტივების განაწილებისა და პორტფელის რისკის პარამეტრების შესახებ.