ჯანმოს ექსპერტები: კორონავირუსი საშიშ ვირუსად რჩება 

09 თებერვალი 2022, 10:45 448 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსისომიკრონ“ ვარიანტის აღმოჩენის შემდეგ მსოფლიოში დაინფიცირების 130 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსს ნახევარი მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

„იმის მიუხედავად, რომ ყველა ამბობდა, რომ „ომიკრონი“ უფრო მსუბუქია, მისი აღმოჩენის შემდეგ ნახევარი მილიონი ადამიანი დაიღუპა. “”აღნიშნა ჯანმო-ს ინციდენტების მენეჯერმა.

ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსზე რეაგირების ტექნიკურმა ხელმძღვანელმა მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში "ომიკრონის" გავრცელების პიკს ჯერ კიდევ არ გადაუვლია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი