უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილს კიევში თავს დაესხნენ

07 თებერვალი 2022, 20:47 1541 ნახვა

კიევში, გენერალური პროკურორის მრჩეველს, საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს უცნობი პირები თავს დაესხნენ,  -  ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული გამოცემის თანახმად, ადეიშვილს ქუჩაში უცნობი პირები მიუახლოვდნენ და სცემეს. გამოცემის ინფორმაციით, მომხდარი ადეიშვილის საქართველოში მოღვაწეობას უკავშირდება.

მედია წერს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის საავადმყოფოში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ზურაბ ადეიშვილი ამჟამად უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლად მუშაობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი