ხანძარი იყო ელიავას ბაზრობაზე. ცეცხლი ლიკვიდირებულია, თუმცა მაინც დაიწვა 1000-1500 კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძარი სასაწყობე ფართში გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულებზე ინფორმაცია არ შესულა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზებთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. ხანძარმა ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.