პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივას სთავაზობს, რომლის გათვალისწინებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ მიღებული საარსებო შემწეობა ოჯახის თითოეულ წევრზე ინდექსაციის წესით, ყოველწლიურად 15-20 ლარით გაიზრდება.
კიდევ ერთი ინიციატივა კი საწვავის ფასებზე თემატური მოკვლევის დაწყებას ეხება.