სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აჭარის სამინისტროებში არსებითი ხარვეზები არ გამოუვლენია

04 თებერვალი 2022, 18:27 1394 ნახვა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აჭარის სამინისტროებში არსებითი ხარვეზები არ გამოუვლენია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა 2020 წლის განმავლობაში აჭარის ოთხივე სამინისტროში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი და წარადგინა ანგარიში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აჭარის სამინისტროებში არსებითი პრობლემები არ აღმოუჩენია. სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში წარმოდგენილი ხარვეზები უკავშირდება გარკვეულ პროექტებში ვადის გადავადებას, შესყიდვების პროცედურებს, რაც განპირობებული იყო არსებული ეპიდვითარებით, საგანგებო მდგომარეობით, პროექტებში ცვლილების აუცილებლობით.

სახელმწიფო შესყიდვების სისტემური შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წელს 98 შემდგარი ტენდერიდან 39 შემთხვევაში ფიქსირდება 20%-იანი და მეტი ეკონომია, შედეგად, შესყიდვების ჯამური სავარაუდო ღირებულება შემცირდა 2,004,522 ლარით აღნიშნულია.

აჭარის სამინისტროების მიმართ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა გარკვეული რეკომენდაციები. რეკომენდაციის თანახმად უნდა დაინერგოს ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის კვლევის ეტაპზე ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაციის სათანადო შესწავლას.

ასევე, აუდიტის სამსახური გასცემს რეკომენდაციას ისეთი კონტროლის მექანიზმის შემუშავებასთან დაკავშირებით, რომელიც სამშენებლო სამუშაოების რეგულარული მონიტორინგით უზრუნველყოფს ხარვეზების დროულად გამოვლენას და საგარანტიო მექანიზმების ამოქმედებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი