სტოლტენბერგი: ნატო  რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებს

03 თებერვალი 2022, 18:00 663 ნახვა

ნატო-ს გენერალური  მდივანის  განცხადებით, ნატო მოუწოდებს რუსეთს დეესკალაციისკენ, რუსეთის მიერ ნებისმიერი შემდგომი აგრესიის განხორციელებას კი  მკაცრი შედეგები და მძიმე საფასური მოჰყვება.  ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა  აღნიშნა, რომ ნატო მზადაა დიალოგისთვის და კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავლის გამოსაძებნად, თუმცა ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით დათმობაზე წასვლას არ აპირებს. 

გენერალური მდივნის  ინფორმაციით, ალიანსის სამხრეთი-აღმოსავლეთ ნაწილში ნატო-ს დამატებითი საბრძოლო ჯგუფების განთავსების საკითხი განიხილება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი