თორნიკე რიჟვაძემ ,,ქართული ოცნების“ გონიო-კვარიათის მაჟორიტარობის კანდიდატი, რამაზ ჯინჭარაძე წარადგინა

03 თებერვალი 2022, 16:54 1253 ნახვა

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გონიო-კვარიათის მაჟორიტარობის კანდიდატი, რამაზ ჯინჭარაძე პოლიტიკურ გუნდს და პარტიის წევრებს წარუდგინა. ინფორმაციას პარტია "ქართული ოცნება" ავრცელებს.

,,2 აპრილს გონიო-კვარიათის ოლქში გაიმართება შუალედური არჩევნები, რომლითაც ჩვენი პარტია კიდევ უფრო მეტად გაამყარებს უმრავლესობას საკრებულოში და უზრუნველყოფს ამ ქალაქის ფუნქციონირებას, გამართულ მუშაობას. ჩვენ წარვადგინეთ ძალიან ღირსეული ადამიანი, ბატონი რამაზ ჯინჭარაძე, რომელსაც აქვს 25 წლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურში, ხალხთან, მოსახლეობასთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება და დარწმუნებული ვარ, იქნება ძალიან კარგი შენაძენი ბათუმის საკრებულოსთვის და შეძლებს იმ გამოწვევების და იმ კონკრეტული ამოცანების შესრულებას, რომელიც თითეულ ბათუმელს აწუხებს” - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 2 აპრილს ბათუმის გონიო-კვარიათის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები. ბათუმის საკრებულოს არჩევნებში ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია რამაზ ჯინჭარაძე, რომელსაც აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი