წლიური ინფლაციის დონემ 13.9% შეადგინა

03 თებერვალი 2022, 15:07 1564 ნახვა

ბოსტნეული 23%-ით, ხორცი 12-ით, პურპროდუქტები, ზეთი და კარაქი კი 20%-ით გაძვირდა გასულ წელთან შედარებით. 2022 წლის იანვარში საქართველოში ინფლაციამ 13.9% შეადგინა.

ცალკეული სამომხმარებლო ჯგუფიდან ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ჯგუფში არსებულმა გაძვირებამ იქონია, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.27 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია სასურსათო კალათაში შემავალ თითქმის ყველა პროდუქტზე. საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - ამ შემთხვევაში ფასების 44.8 პროცენტიანი მატებაა.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2 პროცენტით.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია გლობალური ფაქტორებით, თუმცა მიმდინარე თვიდან ელოდებიან ინფლაციის ტემპის დასტაბილურებას. მისი თქმით, ფასების ზრდა მსოფლიო ტენდენციაა და საქართველოშიც ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი