ინვესტორებისგან დაზარალებული მოქალაქეების მდგომარეობას სამუშაო ჯგუფი შეისწავლის

03 თებერვალი 2022, 14:57 1281 ნახვა

ბათუმის მერიასთან იმ დაზარალებულმა მოქალაქეებმა გამართეს აქცია, რომლებიც ინვესტორებს თაღლითობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, წლების წინ სამშენებლო კომპანიებმა ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსები ააშენეს, მოქალაქეების ნაწილი  დაუსრულებელ შენობებში შეასახლეს და კომპანიებმა  ვალდებულებები ბოლომდე არ შეასრულეს. ასეთი დაახლოებით 150-მდე ოჯახია. 

აქციის მონაწილეებსა და უფლებადამცველს, ქალაქის მერი შეხვდა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ  მერიაში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაზარალებულ  ოჯახებს შეისწავლის და  ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.

ჯგუფი დაზარალებული ოჯახების წარმომადგენლებისა და მერიის სხვადასხვა სამსახურის წევრებით დაკომპლექტდება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში